06:49 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 16:50:24, 611 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ალექსეი ნავალნის სიდიადის ბოდვა აქვს, როგორც იძახიან, ის საკუთარ თავს იესოს ადარებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი დიმინტრი პესკოვი აცხადებს, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გამოვლენილი აქვს დევნისა და სიდიადის ბოდვის სიმპტომები.

როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, ცნობილია, რომ ალექსეი ნავალნი საკუთარ თავსი ესოსაც ადარებს.

„ჩემს თავს უფლებას მივცემ, რომ საკუთარი ვერსია გამოთქვა, რასაც როგორც წესი, არ ვაკეთებ ხოლმე. პაციენტს აქვს გამოვლენილი დევნის ბოდვის მძიმე ფორმა, ასევე სიდიადის ბოდვის სიმტპომებიც, რადგან, როგორც იძახიან, ის საკუთარ თავს იესოსაც ადარებს“, - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა.

ცნობისთვის, ერთი დღით ადრე უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნის „გამოძიება“ მის წინააღმდეგ განხორციელებული სავარაუდო ქმედებების შესახებ, დაგეგმილი პროვოკაციაა.

FSB-ს ცნობით, ანტიკორუფციული ფონდის შემქმნელის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო „სატელეფონო საუბრით“ ყალბია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics