06:50 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-20 21:07:09, 528 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი აშშ-ს სახელმწიფო მმართველობის საქმეებში ჩარევის გამო, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს

აშშ-ს ახალარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სამუშაო ჯგუფი, რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე სახის სანქციების დაწესების შესაძლობლობას განიხილავს.

ეს სანქციები შეეხება ფინანსური სახის აკრძალვებს რუსული ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში.

ამის შესახებ ინფორმაციას, უცხოური მედია the guardian ავრცელებს.

მედია იუწყება, რომ რუსეთის მიმართ პასუხი უნდა იყოს საკმარისად მძაფრი, რათა კრიმინალებს დიდი ეკონომიკური, ფინანსური ან ტექნოლოგიური ხარჯები ჰქონდეს, მაგრამ ამასთან თავიდან უნდა აიცილონ კონფლიქტის დაძაბვა ორ ბირთვულ შეიარაღებულ მოწინააღმდეგეს შორის.

ამასთან, ამერიკის მოქმედების მთავარი მიზანი რუსეთის თავდასხმების შეკავება და მომავალი რუსული კიბერ ჯაშუშობის ეფექტურობის შემცირებაა.

ჯო ბაიდენის დღის წესრიგში, როდესაც ის 20 იანვარს პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს განვითარებადი კრიზისი და ფედერალური სააგენტოების კომპიუტერული ქსელების, მათ შორის ხაზინის, ენერგეტიკისა და კომერციის დეპარტამენტის ჩათვლით, არსებული გამჭვირვალეობის შენარჩუნება იქნება.

რუსეთის ჰაკერულ ქმედებებს აღიარებს დონალდ ტრამპის პირველი თანაშემწე  მაიკ პომპეოც და რუსეთს საჯაროდ ადანაშაულებს.

ამერიკის პენტაგონის კიბერჯგუფის განცხადებით, მათ შეუძლიათ რუსულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას ზიანი მიაყენონ. ეს შესაძლებელია სატელეფონო ხაზების დაზიანებით და ინტერნეტზე წვდომის დაბლოკვით მოხდეს.

ამასთან ამერიკული მხარის განცხადებით, მსგავსი სახის ქმედებები რუსეთის გარდა არცერთ ევროკავშირის წევრს ქვეყანას არ დააზარალებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics