14:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-17 22:53:54, 595 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: ტურისტული ბიზნესის დასახმარებლად მთავრობამ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო

პანდემიის გამო განსაკუთრებულად დაზარალებული ტურისტული ინდუსტრიის დასახმარებლად საქართველოს მთავრობამ მორიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მათი საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირებას ითვალისწინებს იმის მიუხედავად, რამდენად დროულად გადაიხდიან თავიანთ წილ კონტრიბუციას.

აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" შევიტანეთ კიდევ ერთი დაზუსტება, რომლის ინიციატორებიც იყვნენ ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროები და მათთან გვქონდა შეხვედრა,  მაგრამ ვაკეთებთ მთლიანად ტურისტული ინდუსტრიისთვის. კერძოდ, დღემდე ჩვენი სესხის პროცენტის თანადაფინანსება მათ ერიცხებოდათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი თავის წილ კონტრიბუციას გადაიხდიდნენ. ეს ხშირად იყო რთული, განსაკუთრებით დღეს, როდესაც  საბრუნავი საშუალებები შეზღუდული აქვთ და ზოგს საერთოდ არ აქვს შემოსავალი. ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვა მოვხსენით და სუბსიდია მათ ჩაერიცხებათ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დროულად გადაიხადეს თანამონაწილეობის წილი," - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics