23:55 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-26 14:42:02, 472 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი

სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობიას ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში შედგა შეხვედრები, რომელზეც განხილული იყო მიმდინარე როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში.

„დღეს გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო მიმდინარე, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. ჩვენ, დაახლოებით ერთ კვირაზე მეტია უკვე ვმუშაობთ გარკვეულ ღონისძიებებზე, რომელზეც დღეს მინდა, რომ ვისაუბროთ, თუმცა სანამ კონკრეტულ ღონისძიებებზე გადავალთ, უნდა ვთქვათ, რომ სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი. სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი და ჩვენ, ისევე, როგორც აგვისტომდე, ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთად ვახერხებდით, ფაქტობრივად, საუკეთესოდ ბალანსის დაჭერას ეკონომიკის ინტერესებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის, ჩვენ ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ.

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში არის ეპიდემიის რეკორდული ზრდა, განსაკუთრებით ეს ყველაფერი კონცენტრირებულია ევროპაში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც მე ვსაუბრობ ბალანსზე, ეპიდემიის მართვაში ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო, ეკონომიკასთან ერთად,  ბალანსის დაჭერა, რაც შემდგომ გადაიზარდა ადაპტაციაში და ჩვენ ამ პოლიტიკას და სტრატეგიას გავაგრძელებთ ეფექტურად", -  განაცხადა გიორგი გახარიამ. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics