03:59 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 10:37:14, 1141 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა

დონალდ ტრამპი აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის  ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ფედერალურმა სააგენტომ, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ხელისუფლების გადაცემის პროცესს, „უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც საჭიროა“, თუმცა პირობა დადო, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ გააგრძელებს.

გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ (GSA) განაცხადა, რომ იგი აღიარებს ბაიდენს, როგორც „აშკარა გამარჯვებულს“.

„მადლობას ვუხდი სახელმწიფო სერვისების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ემილი მერფის ჩვენი ქვეყნისადმი ერთგულებისთვის. მას ავიწროებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, ჩვენი საქმე გრძელდება. ვიბრძოლებთ და მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ! ამის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვურჩევ ემილის და მის გუნდს გააკეთონ ის, რაც უნდა გაკეთდეს საწყის ოქმებთან დაკავშირებით და ამავე რეკომენდაციას ვაძლევ ჩემს გუნდსაც“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics