12:16 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 11:30:40, 567 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური: საჯარო სამსახურებში ღირსეული ანაზღაურება სჭირდებათ

„საჯარო სამსახურებში ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ და მათ ღირსეული ანაზღაურება სჭირდებათ“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალიტებს პრემიების საკითხზე დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით,  პრემირების სისტემის მოწესრიგებაზეა საუბარი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თანამდებობის პირები პრემიებს აღარ მიიღებენ.

„მგონია, რომ ღია კარებს ვამტვრევთ. პრემირების სისტემა მოწესრიგებულია მინისტრების დონეზე. რაც შეეხება ზოგადად შრომის ანაზღაურებას, არაერთხელ მითქვამს, რომ საჯარო სამსახურებში ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ და მათ ღირსეული ანაზღაურება სჭირდებათ. პრემირების სისტემის გადახედვაზე საუბარი არ არის, არამედ, ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა მოწესრიგდეს. ჩვენ მზად ვართ ყველასთან შევიდეთ კომუნიკაციაში, მაგრამ მოწესრიგება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს პრემია არ უნდა მივცეთ. ვინც დაიმსახურა, ის აუცილებლად მიიღებს პრემიას“, – აღნიშნა ხადურმა.

ცნობისთვის პარლამენტში დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის თანახმადაც 25 მაღალი რანგის 800–მდე თანამდებობის პირს  2016 წლის პირველ იანვრამდე პრემიის მიღება უნდა შეეზღუდოს.

კანონის პროექტის თანახმად, 25 რანგიდან 24  ეხება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს და მათ მოადგილეებს. ხოლო ერთი ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგ თანამდებობის პირებს –  საკრებულოს თავჯდომარე, მერსა და გამგებელს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics