|
2020-11-17 12:42:13, 649 ნახვა
სამართალი
ვითხოვთ ბოდიშს და მორალური ზიანისთვის 41 ლარის დაკისრებას - ბექა ბასილაია ირაკლი კობახიძეს უჩივის
ადვოკტ ბექა ბასილაიას თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეაქვს. როგორც ბექა ბასილაიამ ბრიფინგზე განმარტა, ირაკლი კობახიძისგან ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ის ბოდიშის მოხდას და მორალური ზიანის ანაზღაურებითვის, სიმბოლურად, 41 ლარის დაკისრებას ითხოვს. „ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის ოქტომბერში რამდენიმე გზის, სხვადასხვა მედიასაშუალებისა თუ პირადი ფეისბუქ გვერდის გამოყენებით გაავრცელა არსებითად მცდარი, სიმართლესთან შეუსაბამო, სხვადასხვა პირთა მადისკრეტირებელი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩვენ ვითხოვთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს და სასამართლოში შეგვაქვს სამოქლაქო სარჩელი საქალაქო სასამართლოში, რომლითაც ირაკლი კობახიძეს მოეთხოვება უარყოს გავრცელებული მცდარი ინფორმაცია, მოიხადოს ბოდიში და ცრუ ინფორმაციის საკომპენსაციოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, სიმბოლურად 41 ლარის ოდენობით“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)