21:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-09 22:32:54, 641 ნახვა

სამართალი
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორივე პირს პატიმრობა შეეფარდათ

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატრობა შეეფარდათ.

შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიიღეს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი სასამართლოს გირაოს სთავაზობდა.

შეგახსენებთ, რომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს ბრალი ოფიციალურად დღეს  წარედგინა. დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებს ედავებიან, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურ ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics