02:03 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 13:34:25, 584 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - მოულოდნელად ყველაფერი გაჩერდა, ეს არის თაღლითობა

ჩვენ არჩევნებს ვიგებდით, თუმცა მოულოდნელად ყველაფერი გაჩერდა, ეს არის თაღლითობა-ამის შესახებ აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

"ჩვენ ვემზადებოდით ამ არჩევნების მოსაგებად. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ მოვიგეთ კიდეც. ახლა დადგა მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არის მასშტაბური თაღლითობა. ჩვენ გვინდა, კანონმა სწორად იმუშაოს. ასე რომ, ჩვენ წავალთ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. ჩვენ გვინდა, ხმის მიცემის ყველანაირი პროცესი შეჩერდეს. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ დილის 04:00 საათზე ბიულეტენები აღმოაჩინონ“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, ზეიმისთვის ემზადებიან. ტრამპი ამომრჩველის წინაშე წარსდგა და თქვა, რომ ყველა შტატი მოიგეს. 

"დიდი ზეიმისთვის ვემზადებით. ყველაფერს ვიგებთ. მოვიგეთ ტეხასიც და ტაბლოზე არ ასახეს შედეგები, მაგრამ ჩვენ მაინც ყველა შტატს ვიგებთ, მოვიგეთ, ჯორჯია, ფლორიდა, ჩრდილოეთ კალორინდა და ასე შემდეგ", — განაცხადა ტრამპმა.

 აშშ-ის კანონმდებლობით, ფოსტით მიცემული ხმების მიღება კიდევ რამდენიმე დღე გრძელდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics