|
2020-11-02 18:02:25, 1974 ნახვა
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა რჩება უცვლელი - არჩევნები თავისუფალ გარემოში. „მას შემდეგ, რაც მთელმა ქვეყანამ იხილა, რომ 31 ოქტომბერს ქვეყანაში არ ჩატარდა არჩევნები, არ იყო ნიშან-წყალიც ჩატარებული არჩევნებისა. რა თქმა უნდა, ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება მსგავსად სხვა ოპოზიციური პარტიებისა, რომ არ შევალთ იქ, სადაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან ანუ პარლამენტში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ეძახის პარლამენტს. ეს არ არის პარლამენტი და ვერ იქნება პარლამენტი. შესაბამისად, არავის იქ არ ესაქმება არაფერი. ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი - არჩევნები თავისუფალ გარემოში. ეს ყველაფერი მიღწეული იქნება უახლოეს მომავალში“, - განაცხადა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)