09:26 - 10 May, 2026
|
2020-11-01 04:33:57, 1516 ნახვა
კაპანაძე - შევიკრიბებით, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულად რა ნაბიჯები გადავდგათ
„შევიკრიბებით, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულად რა ნაბიჯები გადავდგათ“ , - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ცესკომ გამოაქვეყნა ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლი. „შევიკრიბებით, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულად რა ნაბიჯები გადავგდათ. ყველა სცენარს განვიხილავთ. დღის განმავლობაში ვნახეთ უამრავი დარღვევა, ძალადობა, მოსყიდვა. არ დარჩენილა არცერთი მუხლი, რომელიც არ დაარღვიეს. ახლა რაც ვნახეთ არის მანიპულირება ბიულეტინებით, რიცხვებით, ცესკომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელიც დასვა პირდაპირ იმედის ეგზიტპოლზე, ახლა უნდა, რომ ამას ყველანი შევეგუოთ. ბუნებრივია, ამას ექნება რეაქცია, აბსოლუტურად ლეგიტიმური, რადგან მოსახლეობის ნებას ვერავინ ვერ გააყალბებს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)