|
2020-11-01 04:22:57, 1615 ნახვა
კობახიძე - „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო აბსოლუტურად ყველა ქალაქი და ყველა რაიონი
„ქართულმა ოცნებამ მოიგო აბსოლუტურად ყველა ქალაქი და ყველა რაიონი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 15 მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვა. „ქართულმა ოცნებამ მოიგო აბსოლუტურად ყველა ქალაქი და ყველა რაიონი. ეს არის მყარი მონაცემები, რომლებიც არის წინასწარი, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქალაქი და რიონი აქვს მოგებული ქართულ ოცნებას, რისთვისაც ამომრჩეველს მადლობას ვუხდით. ასევე ვიტყვით, რომ ნახევარზე მეტ შემთხვევაში 15 მაჟორიტარული ოლქიდან პირველ ტურში ვიგებთ არჩევნებს. თუმცა, მინიმუმ 12 ოლქში შედგება მეორე ტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა ცენტრალურმა საარჩევნო კომისამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)