02:11 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 13:34:08, 903 ნახვა

სამხედრო
ბრიტანელმა მწვრთნელმა მჯდომარე ფრენბურთში მასტერკლასი გამართა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიებში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მჯდომარე ფრენბურთში პროფესიონალურ მომზადებას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მწვრთნელთან, რიჩარდ ოზბორნთან გადიან.

ეს ბრიტანელი მწვრთნელის მეორე სამუშაო ვიზიტია საქართველოში. მან დაჭრილი ქართველი სამხედროები მარტში სან-დიეგოს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მოამზადა. პროფესიონალი მწვრთნელი წელს გუნდს ახალი მოთამაშეებით აკომპლექტებს და ქართველ სამხედროებს საერთაშორისო ჩემპიონატისთვის ამზადებს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მაისში გაიმართება.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ მასტერკლასს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი დაესწრნენ. მათ განსაკუთრებით აღნიშნეს ქართველი სამხედროების მომზადება, შემართება და სულისკვეთება, რომელიც ნებისმიერი ასპარეზობისთვის მნიშვნელოვანია.

ქართველმა სამხედროებმა პირველობა უკვე მოიპოვეს სპორტის სხვა სახეობაში - მჯდომარე ფეხბურთში. საერთაშორისო შეჯიბრებები -"დაჭრილ მეომართა თამაშები" („WOUNDED WORRIERS GAMES“) მიმდინარე წლის 1-12 მარტს კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა - პენდელტონზე გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics