2020-10-23 12:20:18, 560 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - ჯანმოს რეკომენდაციით, „რემდესივირს“კვლევის ფარგლებში გამოვიყენებთ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით საქართველოს შეუძლია „რემდესივირი“ კვლევის ფარგლებში გამოიყენოს.
მისივე თქმით, პრეპარატის შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია.
„ „რემდესივირთან“ დაკავშირებით ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია კლინიკურ ჯგუფთან. ჩვენ ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში გვაქვს უფლება, რომ გამოვიყენოთ ეს პრეპარატი. შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები და იმ ვადაში, რომელიც დაგვჭირდება შესყიდვის პროცედურებისთვის და საქართველოში პრეპარატის ტრანსპორტირებისთვის, მივიღებთ „რემდესივირს“ როგორც კვლევაში ჩასართავ პრეპარატს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,