|
2020-10-19 13:19:24, 3715 ნახვა
სერგი კაპანაძე Survation-ის კვლევაზე - მეთოდოლოგიურად ხარვეზიანია და რეალობას აცდენილი
მეთოდოლოგიურად ხარვეზიანია და რეალობას აცდენილი , - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, Survation-ის კვლევას, რომელიც „რუსთავი 2“-ის დაკვეთითაა მომზადებული. მისი თქმით, ეს კვლევაში არ ჩანს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა, ამრიგად ასეთი კვლევა სერიოზულად არის აცდენილი რეალობას. „Survation-ის კვლევას, რომელსაც რუსთავი 2 ატარებს და შემდეგ მასიურად ავრცელებს ხოლმე, აქვს ერთი ძალიან დიდი მეთოდოლოგიური ხარვეზი, რომელზეც ჩვენ ბევრჯერ მივუთითეთ. მასში არ ჩანს იმ რესპოდენტების რაოდენობა, რომელთაც არ დააფიქსირეს აზრი და რომელთაც არ დააფიქსირეს პასუხი რომელ პარტიას უჭერენ მხარს და ასეთების რაოდენობა, როგორც წესი არის ხოლმე 30-40%. ამიტომ, ამ 30-40%-ს თუ მოაშორებ, ნებისმიერი შედეგი, რომელიც შემდეგ დგება, არის უბრალოდ არაზუსტი. აქედან გამომდინარე, „რუსთავის 2“-ის კვლევები არის სერიოზულად ხარვეზიანი კვლევები, რომელიც მძიმედ არის აცდენილი რეალობას. ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ მივუთითეთ, რომ სრულყოფილად გამოექვეყნებინათ მონაცემები, ამას არ აკეთებენ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)