05:49 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 12:29:40, 791 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ბრალდების მხარემ ვერ გამოკვეთა, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი ბექა ნემსიწვერაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ გამოკვეთა, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია.

მისი თქმით, გამოძიებამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხი ვერ გასცა და ამ პასუხებს ახლა სასამართლოს სთხოვს.

„ეს არ არის გამართული სისხლის სამართლის საქმე. ეს არის კითხვის ნიშნები, რომელიც მოუტანეს სასამართლოს და რომელზეც თავად გამოძიებამ და ბრალდების მხარემ ვერ გასცა პასუხი. ახლა სასამართლოს სთხოვენ, რომ გასცეს პასუხი იმ კითხვებზე, რაზეც თავად ვერ უპასუხეს. მათ ვერ გამოკვეთეს არამხოლოდ რომელიმე პირის ბრალეულობა, არამედ საერთოდ ვერ დაადგინეს, მოხდა თუ არა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა. ერთადერთი რაც საქმეში დადგენილია არის ის, რომ შაქარაშვილი გარდაცვლილია“, - განაცხადა ნემსიწვერაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის პროცესი გაიმართება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics