05:49 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 10:59:50, 580 ნახვა

სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი განცხადებით, მსჯავრდებული დეკანოზის მდგომარეობა არ დამძიმებულა.

„2020 წლის 14 ოქტომბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა. მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პენიტენციური დაწესებულებიდან საავადმყოფოში გადაიყვანენ. აღნიშნულის მიზეზი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა. მამალაძე საავადმყოფოში კვლევების ჩასატარებლად გადაჰყავთ.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზეა მსჯავრდებული. დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics