|
2020-10-10 10:22:35, 766 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ახალი მეფრინველეობის კომპლექსის „სართიჭალა-3“-ის გახსნას დაესწრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ახალი მეფრინველეობის კომპლექსის „სართიჭალა-3"-ის გახსნას დაესწრო. ნათია თურნავამ საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად დაათვალიერა. მეფრინველეობის კომპლექსი „სართიჭალა-3" კომპანია „ჩირინას" ახალი საწარმოა, რომელიც პროგრამების - „აწარმოე საქართველოში" და „შეღავათიანი აგროკრედიტის" ბენეფიციარია. კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 2019 წელს და 2020 წელს დასრულდა. აღნიშნული კომპლექსის ფარგლებში შპს „ჩირინა" მოახდენს ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას. კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ 14 ფერმერული სახლისგან შედგება, განხორციელებული ინვესტიციის მოცულობაა 35 მლნ ლარია. კომპლექსში 50 ადამიანი დასაქმდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში კომპანიის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს, ასევე მთელ საზოგადოებას ახალი საწარმოს შექმნა მიულოცა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია ზოგადად და მითუმეტეს, ისეთი გლობალური გამოწვევის პირობებში, როგორიც პანდემიაა. მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანაა, მეტად გაიზარდოს საქართველოს ბაზრის თვითუზრუნველყოფა, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე და ექსპორტზეც გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჩირინა" 2010 წელს დაარსდა და 2013 წლიდან პროდუქციის ბაზარზე გაშვების დღიდან ლიდერი კომპანიის პოზიცია დაიმკვიდრა. 7 წელია, რაც „ბიუ ბიუ"-ს ბრენდის გაყინული და ნედლი ქათმის ხორცპროდუქტები ყოველდღიურად ხელმისაწვდომია ქართულ ბაზარზე და ასევე დიდი მოთხოვნით სარგებლობს მეზობელ ქვეყნებში. ბოლო წლების განმალობაში „ჩირინა" ეტაპობრივად ზრდის შინაური ფრინველის წარმოებას, რითაც ანაცვლებს იმპორტირებულ გაყინულ ქათმის ხორცს ხარისხიანი, ადგილობრივად წარმოებული ხორცით.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)