05:49 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 12:48:34, 699 ნახვა

სამართალი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევა დაიწყო

დღეიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურას იწყებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ცხრა ვაკანტურ ადგილზე განცხადებების ელექტრონული ფორმით მიღება დღეიდან მოხდება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში, რომელიც მიზნად ისახავდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას. გაწვეულად ჩაითვალა ყველა კანდიდატი, რომელიც მიმდინარე კონკურსის ფარგლებში წარდგენილი ჰყავდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. სწორედ ამიტომ, საბჭოს წარმოეშვა ვალდებულება 9 ვაკანტურ ადგილზე, რომელიც არის უზანაეს სასამართლოში, დავიწყოთ ახალი პროცედურა. ფაქტობრივად, კონკურსს ვიწყებთ ახლიდან. ასეთი რეგულაცია შემოგვთავაზა კანონმა და დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით გამოცხადებულია საბუთების მიღება“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics