2015-09-18 16:21:08, 383 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავამ თამაზ მეჭიაურს გაუგებარი წარმონაქმნი უწოდა
დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარეს თამაზ მეჭიაურს გაუგებარი წარმონაქმნი უწოდა.
მან დეპუტატის მიმართ ეს შეფასება, მეჭიაურის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც ის ამბობს, რომ „გიგი უგულავას ზეიმი, რამდენიმე საათიან ზეიმად დარჩება“.
„სასამართლოსთვის დღის წესრიგს ივანიშვილი კი არა, მეჭიაურიც კი ადგენს“, – დასძნა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, „თბილსერვის ჯგუფისა“ და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე სასამართლო პროცესი საათნახევარში განახლდება.
მოსამართლემ გიგი უგულავას საბოლოო სიტყვის მოსამზადებლად საათნახევარი მისცა, უგულავა კი, პროცესის 1 კვირით გადადებას ითხოვდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან