2020-10-08 11:14:58, 667 ნახვა
სამართალი
დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებენ.
არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გუშინ დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,