|
2015-09-18 13:57:53, 517 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: ოკუპაციის მიზანია, შევწყვიტოთ ევროინტეგრაციაზე ფიქრი, მაგრამ ქართველი ხალხი არ აპირებს ასე მოქცევას
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს ლიტვის სეიმს ეწვია, სადაც სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინიენეს შეხვდა. შეხვედრას ლიტვის იუსტიციის მინისტრი, სეიმის კომიტეტების თავმჯდომარეები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ლიტვის სეიმის სპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელთანაც ლიტვას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობრული ურთიერთობა. „ჩვენ, ალბათ, ყველაზე კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას“, − აღნიშნა გრაუჟინიენემ. თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველო ისეთივე პატარა ქვეყანაა, როგორც ლიტვა, რომლებსაც წარსულში ბევრი აქვთ საერთო. „საქართველოს ოკუპაცია გრძელდება. ოკუპაციის მიზანია, შევწყვიტოთ ევროპაზე ფიქრი, მაგრამ ქართველი ხალხი არ აპირებს ასე მოქცევას. ეს ჩვენთვის შეუძლებელია, რადგან საუკუნეების წინ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა. მინისტრის განცხადებით, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა აშენებს ქვეყანას, რომელიც ემყარება ინსტიტუტებს და არა ერთეულ ლიდერებს. თეა წულუკიანმა ლიტვის სეიმის სპიკერს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია; გააცნო რეფორმები, რომელთაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირის წევრობისა და ევროპასთან უვიზო მიმოსვლისათვის ახორციელებს. საუბარი შეეხო სასამართლო სისტემის რეფორმას; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალ სისტემას, რომელიც ადგენს არასრულწლოვნებთან მოპყრობის ახალ წესებს; სტამბულის კონვენციით გათვალისწინებულ ცვლილებებს; პროკურატურის რეფორმას და სხვა. შეხვედრის დასასრულ, ლიტვის სეიმის სპიკერმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, დეკემბრის ბოლოს ქართველი ხალხი დაინახავს, როგორ აფასებს ევროკავშირი საქართველოს ძალისხმევას. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი გახსნის კარებს საქართველოს მოქალაქეებისთვის“, − აღნიშნა გრაუჟინიენემ. იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში გრძელდება. თეა წულუკიანი უკვე შეხვდა ლიტველ კოლეგას, ლიტვის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)