07:21 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 13:45:55, 348 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი სასამართლო კორპუსს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსამართლეთა კორპუსს მიმართავს.

როგორც მარგველაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, ბოლო დღეების განმავლობაში  სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობას ჰქონდა ადგილი. პრეზიდენტი სასამართლო კორპუსს მხარდაჭერას უცხადებს

„მიუკერძოებელი, პოლიტიკურად ნეიტრალური, მხოლოდ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სასამართლოს ფორმირება ქართველი ხალხის ურყევი ნებაა. ამ პროცესს დაცვა, გაფრთხილება და განმტკიცება სჭირდება.

ბოლო დღეების განმავლობაში  ადგილი ჰქონდა  სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობას, როგორც ქვეყანაში არსებული  პოლიტიკური სპექტრის,  ასევე, უცხო ქვეყნის ხელისუფლების  წარმომადგენლის - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან.

ასეთი პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე  მხარდაჭერას ვუცხადებ მთელ სასამართლო კორპუსს და მომავალშიც  ვადასტურებ ჩემი და საზოგადოების თანადგომას  დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ამ რთულ  გზაზე“, - ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics