13:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 11:11:03, 1014 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი ორივე პაციენტი აჭარაში მკურნალობდა

კორონავირუსით გარდაცვლილ 65 წლისა და 80 წლის პაციენტებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნონა ეფაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ორივე პაციენტი აჭარაში მკურნალობდა.

„გამოვლინდა ახალი 416 შემთხვევა. სამწუხაროდ არის ორი გარდაცვალების შემთხვევა. ეს გახლავთ 80-ისა და 65 წლის ქალბატონები, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შეყვანილი იყო რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ეფაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 375 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 2 პაციენტი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics