18:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 21:52:50, 582 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას

მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით.

„ენერგეტიკის სფეროში უკვე გაფორმებულია 100-ზე მეტი მემორანდუმი სხვადასხვა სიმძლავრისა და ტიპის ელექტროსადგურის აშენებაზე, რომელთა ჯამური სიმძლავრე 3 700 მეგავატამდეა. დაგეგმილია ქარის, მზის, ბიომასის ენერგიის განვითარება და სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ენერგოეფექტურობის გაძლიერებაზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, 2024 წლისთვის  გარდაბნის მუნიციპალიტეტში აშენდება მასშტაბური მიწისქვეშა გაზსაცავი, ხოლო საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 745 კმ სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზები.

„ბოლო წლებში ექსპლოატაციაში შევიდა 42 ელექტროსადგური - ჯამური 1150 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, როცა წინა წლებში ეს მაჩვენებელი 80 მეგავატს არ აღემატებოდა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics