|
2015-09-17 16:49:42, 726 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ხუთ საათზე უპირობოდ ველოდებით გიგი უგულავას გათავისუფლებას
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატები ხუთ საათზე ჩანიშნულ პროცესზე უგულავას უპირობოდ გათავისუფლებას ელიან. ბექა ბასილაის თქმით, სასამართლოში შუამდგომლობა, რომ გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხზე იმსჯელონ, იმიტომ შეიტანეს, რომ სპეკულაციებს წერტილი დაესვას. „ხუთ საათზე თბილისის საქალაქო სასამართლომ წერტილი უნდა დაუსვას გიორგი უგულავას უკანონო პატიმრობას. ჩვენ გვესმოდა გუშინ, გვესმის დღეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება ვერ გაათავისუფლებს უგულავას.მისი გათავისუფლება უნდა მოახდინოს სასამართლომ.ჩვენ ეს კიდევ ერთი ხუშტური, რაც დაკავშირებული იყო ხელისუფლების მხრიდან იმასთან, რომ აუცილებლად სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე, ჩვენ ამ სპეკულაციასაც დავუსვით წერილი, შევიტანეთ შუამდგომლობა სასამართლოში და ხუთ საათზე უპირობოდ ველოდებით გიორგი უგულავას გათავისუფლებას“,-განაცხადა ბექა ბასილაიამ. შეგახსენებთ, გიგი უგულავას ადვოკატებმა თბილისერვისის, რიყის გასხვისებისა და ტელეიმედის ეპიზოდებთან დაკავშირებით უგულავას პროცესის დაწყებამდე სასამართლოში შეიტანეს შუამდგომლობა, საკონსტიტუციო სასამრთლოს 2016 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობით მათ დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესაც მიმართეს, თუმცა მან განაცხადა, რომ უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის განხილვის შესაძლებლობას მოკლებულია, ვინაიდან ის სხვა საქმეს ეხება. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ადვოკატების შუამდგომლობას სასამართლოს კოლეგია ხუთ საათზე განიხილავს.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)