10:43 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-30 12:26:29, 540 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე - არც ქართველი ამომრჩეველი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა, ხელისუფლებას არჩევნების ძალადობითა ჩატარებას არ აპატიებს

არც ქართველი ამომრჩეველი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა ხელისუფლებას არჩევნების ძალადობითა ჩატარებას არ აპატიებს, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების ძალადობასა და მედიაზე თავდასხმას.

მისი თქმით, ხელისუფლება ახორციელებს ყველა იმ ადამიანის დაშინებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერს.

„ეს არის ერთი და იგივე სცენარი, ასე იწყებს ხელისუფლება. ძალადობა, რომლის მთავარი მიზანიც არის მოქალაქეების დაშინება. არამხოლოდ იმ აქტივისტების დაშინება, რომლებზეც ხორციელდება თავდასხმა, არამედ ყველა იმ ადამიანის დაშინება, რომელიც შესაძლებელია, რომ არ უჭერდეს ხელისუფლებას მხარს. არავინ, არც ქართველი ამომრჩეველი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ხელისუფლებას არ აპატიებს არჩევნების ძალადობითა და მოსყიდვით ჩატარებას. ამის შესახებ არაერთი გაფრთხილება მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ. ერთი თვის განმავლობაში ორჯერ გააფრთხილა ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციამ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს მოწყვლადი და ვიღაცამ გააგოროს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics