11:10 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 13:50:22, 655 ნახვა

სამართალი
გიგი უგულავა დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვის თქმას არ აპირებს

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოში თბილსერვისისა და რიყის ეპიზოდებზე მიმდინარე პროცსზე საბოლოო სიტყვის თქმას არ აპირებს.

როგორც უგულავამ სიტყვით გამოსვლისას განცხადა, შექმნილ ემოციურ სამართლებრივ კონტექსტში, შეუძლებელია იყოს მზად აღნიშნულ ეპიზოდებთან დაკავშირებით ისაუბროს.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, პროკურორებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ განიხილონ, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სასამართლომ გიგი უგულავას გათავისუფლების თაობაზე იმსჯელოს.

პროკურორს ადვოკატი ბექა ბასილაია გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ვიდრე გიგი უგულავას სტატუსი არ გაირკვევა, პროცესი სანამ სტატუსი არ გაირკვევა

საქმეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განიხილავს. პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და გიგი უგულავას მხარდამჭერები ესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics