|
2015-01-28 19:14:07, 2624 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში თავისუფალ ჭიდაობაში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თავისუფალ ჭიდაობაში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეჯიბრში ერთმანეთს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენლები შეეჯიბრნენ. ასპარეზობა 57, 61, 65, 70, 74, 86, 97 და მაქს. წონა 125 კგ-მდე წონითი კატეგორიების მიხედვით დაიყო. შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში შიდა ჩემპიონატების საშუალებით გამოვლენილმა გამარჯვებულებმა მიიღეს. აღნიშნული ტურნირისთვის თითო წონით კატეგორიაში ქვედანაყოფებიდან ორ-ორი სამხედრო მოსამსახურე იქნა შერჩეული. ტურნირი საერთაშორისო წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა. ასპარეზობას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აკვირდებოდნენ. გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილებზე გადანაწილდნენ. გუნდური პირველობა და შესაბამისად, ტურნირის ჩემპიონის ტიტული სპეციალური ოპერაციების ძალებს ხვდა წილად - მათ გამარჯვება სამ წონით კატეგორიაში მოიპოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)