15:22 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 14:33:23, 702 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: უახლოეს დღეებში მივიღებთ Wizz air-თან რეგულარული ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს დღეებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება Wizz air-თან რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები Ryanair-თანაც და წელს, აუცილებლად განხორციელდება მათთანაც ფრენები.

„სექტემბერის თვეში 90-ზე მეტი ფრენაა დაგეგმილი, უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას Wizz air-ის რეგულარული ფრენების, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად და ეტაპობრივად აღდგენასთან დაკავშირებით, გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ასევე მიმდინარეობს ძალიან აქტიური მოლაპარაკება Ryanair-თან თუ რა თანმიმდევრობით აღდგება მათთანაც ფრენები, წელს რა თქმა უნდა ეს განხორციელდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics