|
2020-09-15 13:10:58, 892 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს, მარია გამეს გამესს შეხვდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა. მათი ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის პოლიციის ატაშეების მიერ განხორციელებული წარმატებული საქმიანობა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ და ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალურმა დირექტორმა, მარია გამეს გამესმა ხელი მოაწერეს ორგანიზებული დანაშაულის თაობაზე ერთობლივი ანალიზის ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს მხარეების ერთობლივ ძალისხმევას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, დღეს, 19:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო, პატიმრობა მიესაჯათ
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)