00:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-13 16:15:14, 18913 ნახვა

ომი უკრაინაში
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს კორონავირუსი დაუდგინდა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ უნივერსიტეტმა დაუდასტურა.

მათი ინფორმაციით, დაინფიცირებულ სტუდენტს სიმპტომები გუშინ ღამით გამოუვლინდა, თუმცა უნივერსიტეტში ყოფნისას მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

“ჩვენ სწავლა დავიწყეთ 7 სექტემბერს. მანამდე გყავდნენ სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც მოგვცეს სწავლის დაწყების უფლება. ყველა შემომსვლელს ვუზომავდით ტემპერატურას და ვუკონტროლებდით პირბადე ეკეთა თუ არა.

ამ კონკრეტულ სტუდენტს უნივერსიტეტში ყოფნის დროს არ ჰქონდა სიმპტომები. გვიან ღამე გამოუვლინდა სიმპტომები და დარეკა დეკანთან. ჩვენ ვურჩიეთ, რომ აღარ მოსულიყო უნივერსიტეტში და გაეკეთებინა ტესტი. სამწუხაროდ ვირუსი დადასტურდა. იმ ფაკულტეტს, სადაც ეს სტუდენტი სწავლობს, ცალკე, იზოლირებული ფლიგელი აქვს, რომელსაც ჩაუტარდა დეზინფექცია. ასევე, სტუდენტს ეკეთა პირბადე. შეხება ჰქონდა რამდენიმე ჯგუფელთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ ეპიდემიოლოგებთან. დავირუსებული სტუდენტის ის ჯგუფელები, რომლებთანაც შეხება ჰქონდა, გავაფრთხილეთ და ისინიც ჩაიტარებენ ტესტებს” , - განაცხადეს უნივერსიტეტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics