12:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 16:30:51, 2799 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ და ოლიმპიური კომიტეტი პარტნიორობას 2025 წლის ჩათვლით გააგრძელებენ

„საქართველოს ბანკსა“ და ოლიმპიურ, ასევე პარალიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობა გრძელდება. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პარტნიორობა კიდევ  5 წლით  გაგრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი კომიტეტებს 2025 წლის ჩათვლით დაგეგმილ ყველა ღონისძიებასა თუ აქტივობაში გაუწევს მხარდაჭერას. შესაბამის ხელშეკრულებას  ხელი უკვე მოეწერა.

პარტნიორობის მთავარი მიზანი ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობა, მათი საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერა და ქომაგობაა. ბანკისა და კომიტეტების ურთიერთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართველი სპორტსმენების ცნობადობის ამაღლებას, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას  და გავრცელებას, რადგან  თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნისა და   მოსახლეობის მხარდაჭერა.

 „მოხარული ვართ, რომ ჩვენს და ეროვნულ ოლიმპიურ  კომიტეტს შორის მრავალწლიანი, წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. ჩვენთვის დიდი პატივია სწორედ იმ სპორტსმენების მხარდაჭერა, რომლებიც არ ჩერდებიან, დაუღალავად ემზადებიან და მოტივირებულები არიან, რათა საკუთარი ქვეყანა წარმოაჩინონ. თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით სპორტის პოპულარიზაციას და სპორტსმენებს სამომავლო განვითარების შესაძლებლობას მისცემს. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს იმ წვლილისთვის, რაც სპორტის განვითარებაში შეიტანეს და არაერთი ჯილდოსთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით მოიპოვეს.  ჩვენ გვეამაყება ჩვენი ოლიმპიელების გულშემატკივრობა“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics