|
2020-09-10 14:41:37, 3745 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსი ოპოზიციონერის, მარია კოლესნიკოვას განცხადებით, მას მოკვლით ემუქრებოდნენ
ბელარუსი ოპოზიციონერის, მარია კოლესნიკოვას განცხადებით, მას მოკვლით ემუქრებოდნენ, - ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს. მარია კოლესნიკვა აცხადებს, რომ როდესაც ქვეყნიდან მის დეპორტირებას ცდილობდნენ, КГБ-ს ოფიცრებმა მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს. როგორც კოლესნიკოვას ადვოკტი იუწყება, ისინი ოფიციალურად აპირებენ, რომ შესაბამის უწყებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანონ. როგორც „როიტერსი“ იუწყება, კოლესნიკოვა ამ დროისთვის მინსკში, საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება და ბრალად ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა ედება. ცნობისთვის, პოლიტიკოსი მინსკში 7 სექტემბერს გაიტაცეს. თავდაპირველად უცნობი იყო თუ სად იმყოფებოდა ის, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარია კოლესნიკოვას დეპორტირება უკრაინაში იგეგმებოდა, თუმცა პოლიტიკოსმა დახია პასპორტი, რის გამოც მისი დეპორტაცია ვერ მოხერხდა.
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)