03:39 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 11:04:27, 8798 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას, 5 კი, თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება.

ამასთანავე, ინფიცირებულთა შორის 4 მედიკოსია, 19 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 2 იმპორტირებულია, 3-ის ინფიცირების წყარო კი, ამ დროისთვის უცნობია. 

„დაგვემატა 45 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გახლავთ 1729 დაასტურებული შემთხვევა. 45 დადასტურებული შემთხვევების განაწილება ასეთია: 3 არის „დონას“ კლასტერი, 19 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 4 არის სამედიცინო პერსონალი „ავერსის“ კლინიკიდან, 4 შემთხვევა იმპორტირებულია, ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 12 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში და 3-ზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით

45 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება და 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს, ეს გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისსში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics