06:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 12:10:36, 3664 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველომ ვაქცინების გლობალურ ალიანსში 700 ათასამდე ასაცრელი მასალა შეუკვეთა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ ვაქცინების გლობალურ ალიანსში 700 ათასამდე ასაცრელი მასალა შეუკვეთა.

მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცების შემდეგ ის ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის.

„დღეს საკოორდინაციო საბჭოზე იყო სერიოზული მსჯელობა. ჩვენმა ქვეყანამ უკვე 31 რიცხვში გავაკეთეთ ოფიციალური განაცხადი ვაქცინების გლობალურ ალიანსში, რომ საქართველო დაინტერესებულია კოვიდის პლატფორმაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის მოცვით, რაც დაახლოებით გახლავთ 700 ათასი ადამიანის ასაცრელი მასალა, როდესაც ვაქცინა დამტკიცდება შესაბამისი განფასებით. ასევე, გვაქვს კიდევ 2 დედლაინი, რომლის ხელშეკრულებაც 18-ში უკვე გაფორმდება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი, რომლითაც საქართველო გარანტირებული იქნება მაშინ, როდესაც ვაქცინა დამტკიცებული იქნება სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ და მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, ის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის და რა თქმა უნდა, პირველ რიგში რისკ ჯგუფებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics