2020-09-01 10:37:00, 2993 ნახვა
სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმის განხილვა დღეს განახლდება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს 12:00 საათზე განახლდება.
პროცესზე არასრულწლოვანი მოწმის ე.ხ-ს დაკითხვა გაგრძელდება. მისი დაკითხვა გუშინ უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ტექნიკური შეფერხების გამო პროცესი გადაიდო. მისი დაკითხვა ნაწილობრივ მოხდა.
პროცესზე ე.ხ-ს უნდა ამოეცნო ერთ-ერთ ვიდეომასალაში არსებული პირები.
ცნობისთვიც, გუშინ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულდლოვნი სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. პროცესზე რამდენიმე მოწმე დაიკითხდა. ერთ-ერთი არასრულწლოვანი ზ.ხ პროტესტის ნიშნად პროცესს არ ესწრებოდა. არასრულწლოვნებს სასამართლო ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან