2020-08-31 13:05:57, 3224 ნახვა
სამართალი
პოლიციელი, რომელიც პატრულის ავტომანქანით ლისის გზაზე ქვეითად მოსიარულე ბავშვს დაეჯახა, დააკავეს
პოლიციელი, რომელიც პატრულის ავტომანქანით ლისის გზაზე ქვეითად მოსიარულე ბავშვს დაეჯახა, დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.
უწყების განმარტებით, პოლიციელი დღეს, დილით დააკავეს, თუმცა მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.
შეგახსენებთ, რომ 30 აგვისტოს, დაახლოებით 00:00 საათზე ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,