07:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-29 11:12:53, 17460 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 3 დადასტურებულ შემთხვევასტან კონტაქტია, 2 შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ორის წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 239 დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც 4 კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტია.

„ამ 7 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: 3 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 2 არის შემოტანილი შემთხვევა და მათგან ერთი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო ორ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დსადგენის თვალსაზრისით.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა არ შეცვლილა და რჩება იგივე. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კვლავ 82% გახლავთ. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 239 დადასტურებული შემთხვევა. ამ კოვიდ ცენტრების რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს 4 კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი.

ჩვენი ცენტრის მონაცემები ასეთი გახლავთ: გვყავს 18 დადასტურებული შემთხვევა. არ გაწერილა არავინ და არც ახალი დადასტურებული შემოსულა ჩვენთან. მძიმე პაციენტების რაოდენობა უცვლელი გვყავს, რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობს 2 პაციენტი, აქედან 1 ჯერჯერობით კვლავ კრიტიკილად მძიმეა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეორე არის მძიმე პაციენტი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი გახლავთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics