|
2020-08-25 15:26:20, 4110 ნახვა
ეკონომიკა
2020 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.9 მლრდ ლარით გაიზარდა
2020 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.9 მლრდ ლარით, ანუ 3.85 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.28 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.32 პროცენტია. „2020 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.9 მლრდ ლარით, ანუ 3.85 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.14 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი აგვისტოსათვის 51.17 მლრდ ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)