2020-08-20 22:05:18, 1181 ნახვა
სამართალი
სამდღიანი ძებნის შემდეგ, მტკვარში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შსს-მ სამდღიანი ძებნის შემდეგ, მტკვარში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მტკვარზე ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 18 აგვისტოს შემოვიდა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, პოლიციის და სამაშველო ჯგუფების მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები“ , - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,