10:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 10:27:42, 10754 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანმო - მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 267 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 267 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 5 985 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შესაბამისი ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზეა განთავსებული.

მათივე მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოში კორონავირუსით დღემდე, ჯამში, 761 779 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონია.

ამავე რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 150 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, ბრაზილიასა და ინდოეთში ფიქსირდება.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის 21,828,959 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 773,114 გარდაცვლილი და 14,565,180 გამოჯანმრთელებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics