|
2020-08-12 13:45:18, 9225 ნახვა
სხვადასხვა
თბილისის ზღვის აუზსა და მიმდებარე ტერიტორიას მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა ჩაუტარდა
თბილისის ზღვის აუზისა და მიმდებარე ტერიტორიის მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა განხორციელდა, რომლის მიზანი თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრა იყო. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, თბილისის ზღვის აუზისა და მიმდებარე ტერიტორიის მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა განხორციელდა. ესაა კვლევა, რომელიც მანამდე არასდროს გაკეთებულა და მისი ჩატარება დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო. მისი მიზანი თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრა იყო. იცით, რომ თბილისის ზღვის ირგვლივ ძალიან ბევრი კერძო საკუთრებაა. შესაბამისად, სანიტარიული ზონების განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქის მესამედი სასმელი წყლით სწორედ თბილისის ზღვით მარაგდება. კვლევის შედეგად, დადგინდა ზღვის სანიტარიული დაცვის არეალები და ზუსტი კოორდინატებით აისახა დედაქალაქის ინტერაქტიულ რუკაზე. თითოეული დაცვის არეალში შეიზღუდა ისეთი საქმიანობა, რომელიც წყლის დაბინძურებას გამოიწვევს, მათ შორისა, მშენებლობა, წყალარინების სისტემის თვითნებურად დაერთებები, რისი შემთხვევებიც, სამწუხაროდ, გვქონდა, ეკონომიკური საქმიანობა და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული სამართლებრივი აქტის პროექტი დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება, დამტკიცების შემდეგ კი შეზღუდვები სავალდებულო გახდება ყველასთვის, ვინც თბილისის ზღვის მიმდებარედ რაიმე აქტივობის განხორციელებას დაგეგმავს. „იცით, რომ დედაქალაქის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს კერძო კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელთან შეთანხმებითაც, სამართლებრივი აქტის პროექტი მომზადდა, რომელიც საკრებულოს გადაეგზავნა დასამტკიცებლად და აღნიშნული შეზღუდვები უკვე გახდება სავალდებულო ყველასთვის, ვინც თბილისის ზღვის მიმდებარედ რაიმე აქტივობის განხორციელებას დაგეგმავს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მსგავსი რეგულაცია თბილისს არასდროს ჰქონია, თბილისის ზღვაზე ქაოტურად ხდებოდა განაშენიანებაც და გარკვეული პროექტების განხორციელებაც, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და დაბინძურებაც ხდებოდა. ჩვენი ეს ინიციატივა, მიმართულია მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)