06:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-12 12:10:04, 979 ნახვა

ეკონომიკა
გორში „თიბისის“ დახმარებით მარწყვის სათბურები გაშენდება

ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში მარწყვის სათბურების  მფლობელია. „თიბისის“ მხარდაჭერით ფერმერი მეურნეობას მნიშვნელოვნად აფართოებს და მეზობელ სოფელ რეხაში 15-მდე ახალ სათბურს აშენებს. შეღავათიანი აგროკრედიტით და პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობით ფერმერი ბაღების გაშენებას სოფელ კარალეთშიც აპირებს - 3 ჰა ფართობზე ჟოლოს, ხოლო 1 ჰა ფართობზე მსხლის ნერგების დარგვა იგეგმება.

„ჩემი ამოცანაა, როგორც ფერმერის მაქსიმალურად ბიოპროდუქტი მივიღო და შევთავაზო ბაზარს, რადგან მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ნატურალურ და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე. ბიზნესის განვითარებასაც ამ მიმართულებით ვგეგმავ”, - ამბობს ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი.

მარწყვის ჯიში, რომელიც აქ არის გაშენებული, თურქეთში გამოიყვანეს ალბიონისა და სან-ანდრეასის შეჯვარების შედეგად. ახალი ჯიშის მარწყვი პირველად სწორედ გორის რაიონში დაირგო და როგორც ფერმერი ამბობს, ძალიან გაამართლა.

„ჩვენი მარწყვი თითქმის მთელი წლის განმავლობაში მსხმოიარეა, მხოლოდ 3-დან 3 თვენახევარი ისვენებს, ისიც ზამთრის პერიოდში. ერთი ნერგი 800 გრამიდან 1 კილოგრამამდე მარწყვს გვაძლევს“, - ამბობს ფერმერი.

პროდუქციის რეალიზაციას მთლიანად ქართულ ბაზარზე ახდენს, ერთი კილოგრამი მარწყვის საბითუმო ფასი 10 ლარია. მომავალში ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, დასაფასოებელი დანადგარების შეძენასაც აპირებს, რომ ბიოლოგიურად სუფთა მარწყვის თუ სხვა ხილის საცალო გაყიდვებიც შეძლოს.

ახლა მარწყვის სათბურებში ნერგების გამოყვანა მიმდინარეობს, რამაზ ყაყიტაშვილი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში ნერგების შემოტანა შეფერხდა, ამიტომაც თავად გადაწყვიტა მათი გამოყვანა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics