06:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-12 12:07:33, 924 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია - ეკონომიკური აქტივობების გაძლიერებისთვის, ბიზნესვიზიტორების მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია

ეკონომიკური აქტივობების გაძლიერებისთვის, ბიზნესვიზიტორების მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა.

მისი თქმით, ნაცვალგების პრინციპიდან გამომდინარე, მთავრობამ რამდენიმე ქვეყანას საზღვრები გაუხსნა. დღეის მონაცემებით, ამ მიმართულებით ქვეყანაში უკვე შემოსულია 1520 განაცხადი და ამ მომენტისთვის ქვეყანაში 751 ტურისტი იმყოფება.

 „ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაც არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და შტაბმა შესაბამისად ამ მიმართულებას ყურადღება უნდა მიაქციოს. ბიზნესვიზიტორების რაოდენობა 4000 ადამიანს ასცდა ამ პერიოდის განმავლობაში, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ეს ადამიანი ახლა საქართველოშია თუმცა, იმისთვის, რომ ეკონომიკა არ გაცივდეს და ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა გავაძლიეროთ ამისთვის ბიზნესვიზიტორების მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics