06:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-12 11:51:28, 989 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - როგორც საერთაშორისო, ისე შიდა მოგზაურები უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მესტისს გარდა ყველა სხვა რეგიონში შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია.

მანვე ისაუბრა ყაზბეგში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და აღნიშნა, რომ საგანგაშო მდგომარეობა არაა.

„ყაზბეგში არ შეინიშნება საგანგებო სიტუაცია მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა. ამ ეტაპისთვის არ არის ისეთი მდგომარეობა, რომელმაც შესაძლოა რეგიონის ჩაკეტვა გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, ყაზბეგის ნაწილში არავითარი მსგავსი გეგმა არაა. ყველა სხვა რეგიონში შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მანვე დასძინა, რომ ქვეყანამ კიდევ ერთხელ უნდა დააწმუნოს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მოგზაურები, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევქმნათ ის უსაფრთხო გარემო, მათ შორის სვანეთში რომ საერთაშორისო ისევე როგორც შიდა მოგზაურებს დაარწმუნებს იმაში, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა, რადგან ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics