|
2020-08-11 14:36:32, 6651 ნახვა
სამხედრო
შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პატივი მიაგო
შინდისის ბრძოლიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შინდისის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს შინდისის ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობის ისტორია. თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა, თანადგომა გამოუცხადა და გმირების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინდისის ბრძოლა არის თანამედროვე ისტორიაში შთამბეჭდავი თავგანწირვისა და გმირობის ისტორია. „ეს გმირობის ის მაგალითია, რომელზეც მომავალი თაობა, ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ. სწორედ, ამ ჩვიდმეტმა ვაჟკაცმა აჩვენა სამაგალითო თავგანწირვა. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“, - განაცხადა მან. დღესვე, სასულიერო პირებმა გმირულად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა ძველი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივ მოსახლე ბადრი (ახმეტა) ხუციშვილთან ერთად დაათვალიერა. მან ბადრი ხუციშვილს მადლობა გადაუხადა შინდისის ბრძოლის დროს დაჭრილი ჯარისკაცების გადარჩენისთვის, სამხედროების ოჯახში შეფარებისა და უანგარო ზრუნვისთვის. მისი განცხადებით, ასეთ თანამედროვე გმირებს საზოგადოება უნდა იცნობდეს. შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)