2020-08-10 20:51:48, 1207 ნახვა
სამართალი
გურამ ამირხანაშვილმა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილი ამოიცნო
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილი გურამ ამირხანაშვილმა ამოიცნო. დაკავებულის ადვოკატის, შოთა კახიძის განცხადებით, ამოცნობაზე ამირხანაშვილი 30 ივლისს დაიბარეს და მან რევაზაშვილი გაიხსენა.
აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა.
ადვოკარი ასევე აღნიშნავს, რომ ამირხანაშვილს ამოცნობისას არ დაუკონკრეტებია რაიმე სახის ძალადობა, თუნდაც მის მიმართ.
„30 ივლისს შედგა ამოცნობა, რა დროსაც გურამ ამირხანაშვილმა დაადასტურა, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილი ნახა არაგვის ხიდზე, ფერად შენობასთან. თუმცა მას არაფერი უთქვამს, იმის შესახებ, რომ რევაზაშვილმა რაიმე იმოქმედა, თუნდაც მისი ნების საწინააღმდეგოთ. ამოცნობა 109-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშო მოხდა“, - განაცხადა შოთა კახიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,