12:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-10 15:11:39, 19487 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის მეორე ტალღას შემოდგომაზე ველოდებით

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დღეს კორონავირუსის დადასტურებული 25 შემთხვევა არ ნიშნავს, რომ ქვეყანში ვირუსის მეორე ტალღა დაიწყო.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში მეორე ტალღას შემოდგომაზე ელოდებიან.

„ეს არის გარკვეული პროცესი, რომელიც ხასიათდება, რა თქმა უნდა, რიცხოვნობის ზრდით, თუმცა ის მოლოდინება, რომელზეც მოსახლეობას აქვს განცდა და შესაძლო პიკი, ეს გახლავთ ის შესაძლო პიკი, რომელსაც ჩვენ ველოდებით შემოდგომაზე და კვლავ ვადასტრებ, რომ ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყანა, ჩვენც ველოდებით გარკვეულ გამწვავებებს, სწორედ აქედან გამომდინარე მაქსიმალური ოპერატიული ჩართულობა და ინფორმირებულობა ჩვენი მოსახლეობის აუცილებელია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics