2020-08-08 15:40:44, 2701 ნახვა
სამართალი
კომპანია „ზეგის“ ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
კომპანია „ზეგის“ ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
კომპანიის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, განჩინებაში დასაბუთებული არ იყო, კონკრეტულად რა მიზეზის გამო მოხდა გუშინ „ზეგის“ თანამშრომლების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა.
„ამ განჩინებაში ვერანაირი დასაბუთება ვერ ვნახე. საქმის მასალები რა შემხებლობაში იყო ამ ხალხის ბინების ჩხრეკასთან დაკავშირებით საერთოდ არანაირი დასაბუთება არ იყო განჩინებაში, მშრალად იყო მოყვანილი მხოლოდ კანონის მოთხოვნები, მაგრამ უშუალოდ ფაქტობრივი გარემოებები კონკრეტულად ამ პირებთან მიმართებაში არ იყო“, - განაცხადა ჭაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია „ზეგში“ მუშაობდა. კომპანიის თანამშრომლების საცხოვრებელ სახლებში გუშინ სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან